Sunday, April 18, 2010

ძველი ქართული და თანამედროვე კერამიკა







1. პროექტის სახელი: ძველი ქართული და თანამედროვე კერამიკა



2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილენი იკვლევენ კერამიკის ისტორიას და მათ როლს ყოველდღიურ ცხოვრებაში.კერამიკის შექმნის ტექნოლოგიურ პროცესებს



3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ეწვევიან მუზეუმებს ( ქარვასლა,ხელოვნების მუზეუმი,ჯანაშიას მუზეუმი).გაეცნობიან იქ დაცულ უძველესი დროის ექსპონანტებს, გადაიღებენ სურათბს, გააკეთბენ ჩანახატებს. ეწვევიან კერამიკულ სახელოსნოებს, სადაც გაეცნობიან კერამიკის დამზადების ტექნოლოგიას, დაწყებიდან დასრულებამდე.გაიგებენ თიხის და ჭიქურის შემადგენლობებს.გაეცნობიან მოჭიქურების ( მოხატვის) და თიხის ( ნამუშევრების) გამოწვის პროცესებს.მოაწყობენ ექსკურსიას სოფ. შროშაში და ნახავენ ამ სოფლის კერამიკულ ნამუშევრებს.



4. მონაწილეთა ასაკი



შეუზღუდავი



5. ვადები ხანგრძლივობა



2 თვე



6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამხმარე ლიტერატურით, რეპროდუქციებით და ინტერნეტის საშუალებით მასალების მოძიება, ექსკურსიების მოწყობა მიზეუმებში, ფოტოების გადაღება ( ნებართვით), ფოტო ალბომის შექმნა, შეხვედრები მხატვარ–კერამიკოსებთან. მოღებულ ცოდნაზე დაყრდნობით კერამიკის ფორმისა და ორნამენტის მოფიქრება და მასალაში შესრულება. მოსაწვევების დამზადება, პრეზენტაციისა და გამოფენის მოწყობა. შექმნილი ნამუშევრების განთავსება ბლოგში.



7. მოსალოდნელი შედეგები( პროდუქცია რაც შეიძლება შიქმნას)



მასალაში ( თიხა) მუშაობა, საუკეთესო ნამუშევრების ფოტო ალბომის დამზადება. შექმნილი კერამიკის და ჩანახატების გამოფენა. შეხვედრები ცნობილ კერამიკოსებთან. ოჯახებში კერამიკული ნივთების მოძიება და ინფორმაციის წარმოდგენა . კომპიუტერტან მუშაობის უნარ–ჩვევების გამომუშავება.



8. სარგებელი სხვებისათვის: პროექტის აქტიური მონაწილენი ცოდნას შეიძენენ ისტორიაში, ლიტერატურაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში. თანატოლებს გაუზიარებენ მოძიებულ ინფომაციას და გააცნობენ თავიანთ პროექტს ინტერნეტის საშუალებით.



9. სამუშაო ენა



ქართული



10 პროექტის ავტორი



სოფიო სამთელაძე






No comments:

Post a Comment